Category

Uncategorized

კითხვარი

By | Uncategorized | No Comments

ვისთვისაც ქართული ყინულის ჰოკეის და ზოგადად, ქართული სპორტის განვითარება მნიშვნელოვანია, მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და შეავსოთ კითხვარი

  თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია ქართული ყინულის ჰოკეის განვითარება, მოგიწოდებთ, რომ გულმოდგინეთ შეავსოთ კითხვარი და ხაზი გაუსვათ კითხვარის მე-10 პუნქტს, სადაც შეგიძლიათ, რომ მონიშნოთ ზამთრის სპორტისათვის ინფრასტრუქტურული განვითარება (ყინულის მოედნები და სხვა)

კითხვარი  https://goo.gl/ndGvLg 

 კითხვარი შემუშავებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ. მასში მონაწილეობით, თქვენ ხელს შეუწყობთ სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის განვითარებას, მასში თქვენთვის სასურველი მიმართულებების ასახვასა და სპორტის სფეროში არსებული პრობლემების გამოკვეთას

ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

By | Uncategorized | No Comments

►ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

►მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული
►ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “სტადიონი” ახორციელებს
►დახურულ სპორტული კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება
►ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა – 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა
►ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი.

2019 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატი

By | Uncategorized | No Comments

გაირკვა მასპინძელი ქვეყანა – მექსიკა

2019 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატ-ზე საქართველო არის II დივიზიონის B ჯგუფში:
საქართველო
ისლანდია
ახალი ზელანდია
ისრაელი
ჩრდ.კორეა მექსიკა

მსოფლიო ჩემპიონატი იწყება.

By | Uncategorized | No Comments

დღეს, 14 აპრილს საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მიემგზავრება ქალაქ კეიპტაუნში მსოფლიო ჩემპიონატის III დივიზიონის მატჩების ჩასატარებლად.

გუნდმა 10 დღიანი სანაკრებო შეკრება გაიარა ქალაქ ბათუმში არსებულ ყინულის სასახლეში,რის შემდეგაც სრული საბრძოლო განწყობით მიემგზავრება სამხრეთ აფრიკაში,სადაც ჩატარდება აღნიშნული ჩემპიონატი

“ჩვენ ამჟამად III დივიზიონში ვთამაშობთ, გუნდი მთელი წლის განმავლობაში ამ შეჯიბრისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, ბიჭები კარგ ფორმაში არიან. ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რადგანაც გვინდა III დივიზიონიდან მ II ში გადავიდეთ” განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, როლანდ სვანიძემ.