ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

►ბათუმში ყინულის სასახლის მშენებლობის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

►მშენებლობის პროცესში ამ დროისთვის 50 ადამიანია დასაქმებული
►ყინულის არენისა და საცურაო აუზის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს “სტადიონი” ახორციელებს
►დახურულ სპორტული კომპლექსში – ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება
►ყინულის არენისა და საცურაო აუზის კომპლექსის საორიენტაციო სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია, საიდანაც ყინულის არენა – 10500 კვ.მეტრზე, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ.მეტრზე მოეწყობა
►ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებები ჩატარება იქნება შესაძლებელი.